სულ ადრეული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Orița M1941
მეორე
მსოფლიო ომის დასაწყისში რუმინეთის არმია ძირითადად იყენებდა მაუზერის გრძივად მოსრიალე
საკეტის პრინციპით (ე.წ. Bolt Action) მომუშავე შაშხანებს და ჩეხოსლოვაკიურ ტყვიამფრქვევებს
ZB-30. ორივე იარაღი კარგ შედეგებს აჩვენებდა ბრძოლის ველზე, თუმცა არმიის რიგებში
დადგა მსუბუქი ავტომატური იარაღის მიღების საჭიროება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ შექმნილიყო 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე გათვლილი
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომლითაც შეიარაღდებოდნენ გარკვეული დანაყოფები და მებრძოლები.
რუმინეთის არმიისთვის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნაში ჩაერთო წარმოშობით ჩეხი მეიარაღე ლეოპოლდ იაშეკი (Leopold Jašek) და რუმინელი ნიკოლაე სტერკა (Nicolae Sterca). პროექტის პირადად ხელმძღვანელობდა რუმინეთის არმიის სამხედრო-ტექნიკური კორპუსის კაპიტანი მარინ ორიცა (Marin Orița).
1941 წელს სახელმწიფო არსენალმა რომელიც ცნობილი იყო სახელწოდებით Cugir დაიწყო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის წარმოება აღნიშვნით Orița M1941. ახალი იარაღის წარმოებაში ასევე ჩაერთო რუმინული ფაბრიკა CMC Uzinele Metalurgice Copșa Mică.
მოგვიანებით გამოშვებული (1948 წელს) გადამუშავებული მოდიფიკაცია, რომელსაც ღილაკისებური მცველის მაგივრად გაუკეთეს სასხლეტი კავის უკან კლავიშიებური მცველის ბერკეტი. მსროლელი აღნიშნულ ბერკეტზე ხელის მოჭერით თიშავდა მცველს. ამას გარდა სამიზნე მოწყობილობა გამარტივდა და გათვლილი იყო 100 და 200 მეტრამდე სასროლათ.
ფოტოზე ჩანს თუ როგორ მუშაობდა კლავიშისებური მცველის ბერკეტი
საკეტი წინ წასვლის შემთხვევაში ეჯახებოდა ლულის სახაზინო ნაწილს,
რის შედეგადაც დარტყმის იმპულსი გადაეცემობა მბრუნავ ბერკეტს. აღნიშნული ბერკეტი კი
თავის მხრივ ეჯახებოდა საცემს, საცემი კი ახდენდა კაფსულ-მაალებლის აალებას. ასეთი
კონსტრუქცია ბუნებრივია ართულებდა წარმოების პროცესს რადგან საჭიროებდა დამატებითი
დეტალების დამზადებას და თავისმხირვ დამატებით საწარმოო ოპერაციებს, თუმცა იარაღის
შემქმნელებმა ჩათვალეს რომ ასეთი კონსტრუქციის წყალობით მინიმუმდა იქნებოდა შემცირებული
თვითნებური და არასანქცირებული გასროლა.
პისტოლეტ-ტყვიამგფრქვეის ლულას არ ჰქონდა არანაირი გარსაცმი ან გაგრილებისთვის საჭირო ნეკნები. მის წინა ნაწილში დამაგრებული იყო მასიური ხამუთისებური სამაგრი, რომელშიც იჯდა წინა სამიზნე მოწყობილობა მოზრდილი დამცავი ყურებით.
უკანა სამიზნე იყო სექტორული სახის რომელიც 500 მეტრამდე სასროლოად იყო განკუთვნილი. ბუნებრივია 500 მეტრი იყო უბრალოდ თეორიული სახით. ეფექტური სროლის მანძილი კი დაახლოებით 200 მეტრს შეადგენდა. მოგვიანებით აღნიშნული სამიზნე მოწყობილობა გამარტივდა და ჰქონდა მხოლოდ 2 პოზიცია 100 და 200 მეტრამდე სასროლათ. იარაღის ვაზნებით კვება ხდებოდა 25 და 32 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდებით, რომელსაც ჰქონდა ერთრიგიანი გამოსასვლელი.
ტაკტიკურ-ტექნიკური
მახასიათებლები ასე გამოიყურება:
|
კალიბრი / ვაზნა: |
9x19 mm Parabellum (9mm Luger) |
|
საერთო სიგრძე: |
894 მმ |
|
ლულის სიგრძე: |
278 მმ |
|
სამიზნე ხაზის სიგრძე: |
422 მმ |
|
ჭრილების რაოდენობა ლულაში: |
6 ცალი მარჯვნივ მიმართული ჭრილი |
|
წონა (მასა): |
3,45 კგ (ვაზნების გარეშე) |
|
მჭიდის ტევადობა: |
25 და 32 ცალი ვაზნა |
|
სროლის ტემპი: |
600 გასროლა წუთში |
პირველი
სერიული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები Orita M1941 გამოირჩეოდა დამზადების უმაღლესი ხარისხით
და მათი წარმოება იყო საკმაოდ ძვირი. შესაბამისად საბოლოო ჯამში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის
წარმოება ვერ ხდებოდა იმ რაოდენობით, რამდენიც ესაჭიროებოდათ მებრძოლებს. აქედან გამომდინარე
რუმინეთის არმია იძულებული იყო სხვა ქვეყნის მიერ წარმოებული იარაღებით მოეხდინა დანაკლისის
შევსება. სწორედ ამიტომ შეიარაღებაში მოხვდა MP41, ZK-383, საბჭოთა შპაგინის სისტემის
ППШ-41, იტალიური Beretta MAB 38 და სხვა.
რიგი დოკუმენტების თანახმად რუმინეთის არმიამ 1942 წელს განახორციელა შეკვეთა
45 000 ერთეულზე, თუმცა გარკვეული წყაროები ამომბობს, რომ მთლიანობაში მეორე მსოფლიო
ომის პერიოდში დამზადდა დაახლოებით 6000 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Orița M1941.
რუმენეთის არმიის შეიარაღებაში არსებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების გარკვეული ნაწილი
მოხვდა ასევე გერმანელების ხელში და მეორე მსოფლიო ომის მიწურულს გამოიყენებოდა ვერმახტის
შეიარაღებაში.
გადამუშავებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Orița M1948 (იგივე Orița M1941/М1948)
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შემდგომ გარკვეული საწარმოო პროცესები დაექვემდაბარა გადამუშავებას, ხოლო იარაღის კონსტრუქციაში შევიდა ისეთი ცვლილებები რამაც მისი წარმოება გახადა უფრო ტექნოლოგიური და ნაკლებ დანახარჯიანი. მაგალითად 1948 წელს სასხლეტ მექანიზმში შევიდა ცვლილება და კონსტრუქციიდან ამოიღეს სროლის რეჟიმების გადამრთველი, რითიც გაუქმდა ერთეული გასროლების რეჟიმი.
ამრიგად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან
ცეცხლის წარმოება შესაძლებელი იყო მხოლოდ სრულიად ავტომატური ჯერებით, თუმცა სასხლეტზე
მოკლე და სწრაფი დაწოლით მსროლელს შეეძლო ერთეული გასროლის განხორციელება. ასეთ მოდიფიკაციას
მიენიჭა აღნიშვნა Orița M1948 (
1949
წელს საპარაშუტო დესანტისთვის შექიმნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი რომელიც იყენებდა დასაკეც
დუგლუგს. ასეთი ვარიანტი დამზადდა მცირე სერიული პარტიის სახით. ასევე განიხილებოდა
9x23mm Steyr ტიპის ვაზნაზე გათვლილი ვარიანტების
წარმოება, თუმცა საბოლოდ ამ კალიბრის ვაზნაზე მხოლოდ ერთი ცალი პროტოტიპი დამზადდა.
ეს ეგზემპლარი დღეს ინახება რუმინეთის ნაციონალურ სამხედრო მუზეუმში, რომელიც ბუქარესტში
მდებარეობს.
გადამუშავებული ვარიანტი Orița M1948 გამოიყენებოდა რუმინეთის არმიის მიერ 1950-ანი წლების ბოლომდე, ხოლო 1960 წელს მათი წარმოება შეწყდა. არმიაში იგი ჩაანაცვლა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატმა, რომელსაც რუმინეთი საბჭოთა კავშირის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე აწარმოებდა. 1970-ან წლებში Orița M1948 მცირე რაოდენობით ირიცხებოდა რუმინეთის ნაციონალური გვარდიის შეიარაღებაში.











































